მთავარიმთავარი ამბავიხანძარი თბილისში

ხანძარი თბილისში

თბილისში ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი დაახლოებით შუადღის სამის ნახევარზე გაჩნდა. დამწვარია ერთი დაახლოებით 35 კვადარტული მეტრის ფართობის სახლი. იყო ცეცხლის სხვა ბინებში გავრცელების საშიშროებაც, თუმცა ხანძრის კერა უკვე ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, იმ საცხოვრებელ ბინაში სადაც ხანძარი გაჩნდა, მეხანძრე-მაშველებს ასაკოვანი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend