მთავარიბიზნესი„საშინაო სკოლამ“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო მოიპოვა

„საშინაო სკოლამ“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო მოიპოვა

„საშინაო სკოლა“ დისტანციური სწავლების კურსია, რომელიც  პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის საგნებს აერთიანებსა. მოსწავლეებს ნებისმიერ დროსა და ადგილზე შეუძლიათ ნებისმიერი საგანი ისწავლონ. თითოეული ვიდეოგაკვეთილი 15-დან 20 წუთამდე გრძელდება და მათ საგანგებოდ შერჩეული მასწავლებლები უძღვებიან.

„საშინაო სკოლა“ კომპანია სილქნეტის საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანია, სასკოლო საგნები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, რისთვისაც ვიდეოგაკვეთილებს იყენებს.

ახლახან, „საშინაო სკოლამ“ „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020“ მიიღო. ეს კონკურსი უკვე მესამე წელია ტარდება საქართველოში და მისი მიზანი კულტურის სფეროში ჩართული ბიზნესის წახალისებაა. ღონისძიება „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ მიერ იყო ორგანიზებული.

“ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კომპანიებმა დანერგონ ისეთი სტანდარტები, რომლებიც დაეხმარებათ, რომ საკუთარი პროდუქცია და სერვისი გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე. ამავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა და იყვნენ მდგრადი, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად.“ – განაცხადა ღონისძიება „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული 13 პროექტს შორის შეარჩია.

„კატეგორიაში „ხარიხიანი განათლება“ კომპანიებმა ძალიან საინტერესო პროექტები წარადგინეს. მათი უმეტესობა კოვიდსიტუაციასთან იყო ადაპტირებული. ბიზნესები შეეცადნენ განათლებაში საკუთარი წვლილი შეეტანათ. მათთვის ეს ჯილდო წამახალისებელია. კორპორაციული პასუხისხმგებლობა უფრო პრიორიტეტული გახდა.“ – ამბობს ჟიურის წევრი მაგდა მაღრაძე.

მას შემდეგ, რაც  პანდემიის გამო, სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, „საშინაო სკოლაზე“ მოთხოვნა გაიზარდა და მოსწავლეთა რაოდენობა გასამმაგდა. საგანგებოდ მომზადებული დისტანციური სწავლების კურსი საქართველოს მრავალ ქალაქსა და რეგიონში დაეხმარა მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის უკეთ ათვისებაში.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend