მთავარი COVID-19 ევროპას პანდემიის მეორე ტალღასთან გამკლავება უჭირს

ევროპას პანდემიის მეორე ტალღასთან გამკლავება უჭირს

ევროპის ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემას პანდემიის მეორე ტალღასთან გამკლავება უჭირს. საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა მცირდება, მედპერსონალს კი რესურსი აღარ ჰყოფნის, კოვიდინფიცირებულების გაზრდილ რაოდენობას სათანადო მკურნალობა გაუწიოს.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა 52 მილიონს მიაღწია. ევროპის ქვეყნებიდან ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბოლო 24 საათში საფრანგეთში დადასტურდა და ამ მაჩვენებლმა 20 000-სს გადააჭარბა.

საფრანგეთი ევროპის ქვეყნებს შორის კოვიდ-19-ის ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა. ბოლოს კვირის მანძილზე ყოველდღიურად სულ მცირე 48 700 ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. პარიზის რეგიონის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონში არსებული საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილების 92% უკვე დაკავებულია. ქვეყნის ჩრდილოეთით ქალაქ რუბეში არსებული ერთ-ერთი საავადმყოფოდან კი პაციენტები გერმანიაში გადაყავთ.

რუმინეთში სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალი პირობების გაუმჯობესაბას ითხოვს. ჯანდაცვის სფეროს წარომადგენლებმა ე.წ. ,,გადაღლის აქცია’’გამართეს. ისინი ბუქარესტში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და პოლიტიკოსებს პანდემიის დროს ექიმებისთვის გაცემული დაპირებების შესრულება და მეტი მხარდაჭერა მოთხოვეს.

რუსეთში პანდემიის მეორე ტალღის შესაჩერებლად დედაქალაქში 2 თვიანი შეზღუდვები დააწესეს. თეატრებსა და კინოთეატრებს მათი ტევადობის მხოლოდ 25%-ის გამოყენების უფლებამიეცათ. გაუქმებულია ყველა მასობრივი კულტურული და გასართობი ღონისძიება. შეზღუდვები ძალაში 13 ნოემბერს შევა და იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები