მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენი კორონავირუსის წინააღმდეგ სპეციალურ გუნდს ქმნის

ჯო ბაიდენი კორონავირუსის წინააღმდეგ სპეციალურ გუნდს ქმნის

ამერიკაში კორონავირუსის გავრცელების დღიურმა რაოდენობამ ბოლო პერიოდში ასი ათასს გადააჭარბა. ქვეყანა პანდემიას ებრძვის.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მომავალი წლის 20 იანვარიდან, პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებისთანავეა, პანდემიის პრევენციისთვის სპეციალური დანიშნულების ჯგუფს შექმნის. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ.

„აქამდე არ არსებობდა რამე გეგმა ან სტრატეგია. მეტიც, კომუნიკაცია ძალიან დამაბნეველი და გაუგებარი იყო. ერთ დღეს ვიღაც იტყოდა, რომ პირბადის გაკეთება აუცილებელია. ცოტა ხანში კი პრეზიდენტი გამოვიდოდა და გვეტყოდა, რომ არ გვჭირდებოდა პირბადის ტარება.“ – ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოშუა შარფშტაინი.

ტრამპის წინასაპრეზიდენტო კამპანიის შეკრებებს უამრავი ადამიანი პირბადის გარეშე ესწრებოდა. სტენფორდის უნივერისტეტის კვლევის მიხედვით, ასეთ აქციებზე ასობით ათასი ადამიანი დაინფიცირდა.

თუმცა ბევრ ქალაქში  სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე ხალხი ბაიდენის გამარჯვების აღსანიშნადაც იკრიბება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსისგან 250 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

„ინფექციის გავრცელების საფრთხე გარეთ უფრო დაბალია. მით უმეტეს, თუ ხალხმრავალ ადგილას პირბადეებს ატარებენ. შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა, ვირუსის გავრცელების მხრივ, საშიში იყოს, განსხვავებით ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიებისაგან. სიმართლე გითხრათ, მე შენობებსა და დახურულ სივრცეში მყოფი ხალხის ბედი უფრო მაწუხებს.“  – თქვა ჯოშუა შარფშტაინმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის 74-ე ყოველწლიურ ასამბლეას ატარებს. ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გვპირდება, რომ დონალდ ტრამპის შემდეგ  ამერიკას თავის ადგილზე დაუბრუნებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე აღნიშნა, რომ გამოჩნდა პოტენციური ვაქცინა. თუმცა, მისი ტვიტერზე განთავსებული კომენტარებიდან  ჩანს, რომ ტრამპი მეტ ყურადღებას სასამართლო პროცესს უთმობს. იგი თვლის რომ არჩევენები გაყალბდა და ცდილობს, რომ არჩევნების შედეგების გაბათილებას მიაღწიოს.

აქამდე ჯო ბაიდენი თვლიდა, რომ ქვეყანას წინ მძიმე ზამთარი ელოდა.  თუმცა ახლა ფიქრობს, რომ მისი გუნდი ვირუსის დასაძლევად მზადაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend