მთავარიმსოფლიოპოლონეთში აბორტების აკრძალვას ისევ აპროტესტებენ

პოლონეთში აბორტების აკრძალვას ისევ აპროტესტებენ

პოლონეთში აბორტის სრულ აკრძალვას 19 დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ.
მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ გვალენიანი კათოლიკური ეკლესიის მხარეს დადგა.

პოლონეთში მოქმედი კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ ყველაზე მკაცრია ევროპაში. ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით  არის შესაძლებელი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან ფეხმძიმობა გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგია.

აბორტის აკრძალვის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სტუდენტი ჯულია ამბობს:

ყველგან გავაპროტესტებთ, პოლონეთში, ვარშავაში, მთელ მსოფლიოში. არ გავჩერდებით, სანამ მთავრობა არ მოგვისმენს.

მსახიობი მარტა სკისლოვიჩი კი აქციას ბრძოლას უწოდებს:

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდეს. დღეს აქ რამდენიმე ასეული ვართ, მაგრამ ორ დღეში შეიძლება 100 ათასი ვიყოთ, მაგრამ ეს მთავარი არ არის.

9 ნოემბერს ღამით პოლიციამ ქუჩები ჩახერგა, რომ დემონსტრანტებისთვის დაბრკოლებები შეექმნა.
მთავრობისთვის ეს ყველაზე რთული პერიოდია, რადგან ხელისუფლებას პანდემიის დროს არსებული პრობლემების გამოც მკაცრად აკრიტიკებენ.

ხელისუფლება კი მომიტინგეებს მოუწოდებს, სახლში დარჩნენ და პროტესტი ინტერნეტის მეშვეობით გამოხატონ, რათა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend