მთავარიკუბიმთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდა - სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა შეთანხმება დადეს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდა – სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა შეთანხმება დადეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.

ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ განცხადება ოფიციალურ ფეისბუკზე გამოაქვეყნა. ფაშინიანი წერს, რომ ეს მისთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, რომელიც სამხედრო ექსპერტებთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მიიღო.

„ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არსებობს დამარცხება, სანამ საკუთარ თავს არ შეიცნობ. საკუთარ თავს კი ვერასოდეს შევიცნობთ და ეს უნდა იყოს დასაწყისი ჩვენი ეროვნული ერთიანობისა, ეს უნდა იყოს აღორძინების ერა.

ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებლობის წლები გავაანალიზოთ, რათა მომავალი დავგეგმოთ და წარსულის შეცდომები არ გავიმეოროთ“, – წერს ფაშინიანი თავის გვერდზე.

https://www.facebook.com/nikol.pashinyan/posts/2807204759599901

ამ განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები კანცელარიის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ მიწას არ დათმობდნენ. ისინი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონსტრანტები პარლამენტის შენობაშიც შეიჭრნენ, ტრიბუნა დაიკავეს და ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლება მოითხოვეს.

 

პარლამენტში შეჭრილი პროტესტის მონაწილეები  თავს დაესხნენ პარლამენტის სპიკერ არარატ მირზოიანს, რომელიც თავდამსხმელებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში სპიკერს ოპერაცია უტარდება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა იმ შეთანხმების პუნქტები, რომელიც ილჰამ ალიევს, ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის დაიდო.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, სომხეთმა უნდა შეასრულოს  გაეროს რეზოლუცია და ტერიტორიების ნაწილი აზერბაიჯანის ხელისუფლებას  პირველ დეკემბრამდე უნდა გადასცეს. გარდა ამისა, მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზის გასწვრივ, ლაჩინის დერეფნის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც ამ კორიდორს 5 წლის განმავლობაში გააკონტროლებს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყარაბაღში რუს სამხედროებთან ერთად თურქეთის სამშვიდობო მისიაც განთავსდება და გამყოფ ხაზებს რუსეთის სამშვიდობო ძალებთან ერთად  გააკონტორლებენ. თუმცა ოფიციალურ დეკლარაციაში ამასთან დაკავშირებით არაფერი წერია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend