მთავარიმსოფლიობელარუსის მთავრობა „NEXTA”-ს უჩივის

ბელარუსის მთავრობა „NEXTA”-ს უჩივის

ბელარუსის მთავრობამ პოპულარული ტელეგრამარხის, „NEXTA-LIVE-ის“, წინააღმდეგ საქმე აღძრა. „NEXTA-LIVE“-ი ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებს მასშტაბურად აშუქებდა. ტელეგრამარხის დამფუძნებლებზე, რომან პროტასევიჩსა და სტეფან პუტილოზე, ძებნაა გამოცხადებული.

„ჩვენ გარდა, ინფორმაციის სხვა  წყარო თითქმის არ არსებობს. დღეს გავიგე, რომ ჩვენ წინააღმდეგ საქმეა აღძრული,“, – განაცხადა სტეფან პუტილომ.

5 ნოემბერს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სტეფან პუტილო და რომან პროტასევიჩი მასობრივი დარღვევების ორგანიზებაში, სოციალური წესრიგის დარღვევასა და სიძულვილის გაღვივებაში არიან ეჭვმიტანილი.

განცხადების თანახმად, პუტილოსა და პროტასევიჩის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, მათზე ძებნაა გამოცხადებული.

გამოძიება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ  მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო. აქციები აგვისტოში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია, რომელიც გაყალბებულად ცნო როგორც ოპოზიციამ, ისე დასავლეთმა. ბელარუსში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend