მთავარი მსოფლიო ტერორიზმი ევროპაში

ტერორიზმი ევროპაში

ვენაში ისალიმისტური ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. მათ შორის არის საფრანგეთიც, სადაც ტერორისტების განადგურებისა და ისლამური ექსტრემიზმის რადიკალური იდეების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ განგაშის დონე მაქსიმალურ ნიშნულამდე გაზარდა. უსაფრთხოების ანალიტიკოსების განცხადებით, ისალმისტების სამიზნე ევროპაა და მათი დანაშაულებრივი ქმედებების შესაჩერებლად საჭიროა ევროპის ქვეყნებმა ერთიანი სტრატეგია შეიმუშავონ.

ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ისლამისტური დაჯგუფებები გამოხატავენ სიძულვილს ევროპელების ძირითადი ფასეულობების, ცხოვრების წესისა და დემოკრატიიის მიმართ. მისი აზრით, ყველა ადამიანი თანაბარია, როგორც უფლებების, ისე ღირსების დაცვის თვალსაზრისით.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში განგაშის ყველაზე მაღალი დონე გამოაცხადა. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ  ტერორისტები უნდა  განადგურდნენ, ისლამური ექსტრემიზმის რადიკალური იდეების გავრცელება კი უნდა შეწყდეს. ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, გაიზიარებს თუ არა ამ მიდგომას მთელი ევროპა, სადაც ბევრი თვლის, რომ ამ მიზნების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

უსაფრთხოების ანალიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ ისლამისტების სამიზნე ევროპის ქვეყნებია.

”ეს გვიჩვენებს, რომ საფრთხე ემუქრება მთელ ევროპას და რომ სეკულარიზმი და კარიკატურები არც თუ ისე მნიშვნელოვანია. მთელი ევროპა ოფიციალური და არაოფიციალური პირების  ერთობლივი მოქმედებების სამიზნედ გადაიქცა, ისინი ცდილობენ შექმნან ქაოსი და უთანხმოება და ამით რაც შეიძლება დაამცირონ დემოკრატიის მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკაში,“ – განაცხადა ავსტრიელმა ანალიტიკოსმა სედრიკ მასიმ.

თითქმის ყველა აღიარებს, რომ ევროპას საფრთხეს ემუქრება. მიუხედავად ამისა,  ჯერჯერობით არ ჩანს ერთიანი მიდგომა  ტერორიზმის პრობლემის გადასაჭრელად.

,,ნებისმიერი ევროპული გადაწყვეტილების მიღება ხდება ევროპარლამენტის გავლით და არა ცალკეული წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში. ზოგიერთ ქვეყანას განსხვავებული შეხედულებები აქვს ანტაგონისტურ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით. მათ ეს საკითხი პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ჰგონიათ და არა პრობლემა, რომელიც პრაგმატულად უნდა გადაიჭრას,” – განაცხადა ევროპის სტრატეგიული დაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელმა კლოდ მონიკმა.

საფრანგეთი და მთლიანად ევროპა გზაჯვარედინზე დგას. რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებას ერთიანი სტრატეგიის შემუშავება სჭირდება. თუმცა ეს საკითხი დიდი ალბათობით კიდევ ბევრი მთავრობის თავისტკივილი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები