მთავარისაქართველოოპოზიციის ბოიკოტის სამართლებრივი ასპექტი

ოპოზიციის ბოიკოტის სამართლებრივი ასპექტი

ავტორი: სოფო მაქაცარია

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების შედეგებს და უარს ამბობენ მანდატებზე – თუმცა ახლა საზოგადოებისთვის ის არის საინტერსო, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივად. მსგავსი სცენარი განვითარდა 2008 წელსაც, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მანდატები საჯაროდ დახიეს –  რა მსგავსება და განსხვავებაა ამ ორ ისტორიულ მოვლენას შორის და როგორია დღევანდელი მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარი კონსტიტუციურად ამ თემაზე „ევრონიუს ჯორჯია“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძესთან.

 

„ევრონიუს ჯორჯია“:

  • ბატონო ვახტანგ, დღეის მდგომარეობით, ზოგიერთი პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას. თქვენი აზრით, რა პოლიტიკური სცენარი იქნება, თუ ოპოზიციის ნაწილი არ შევა პარლამენტში და უარს იტყვის მანდატზე?

ვახტანგ ძაბირაძე:

  • საქმე ისაა, რომ პარლამენტი იმ შემთხვევაში იწყებს მუშაობას, თუ დარბაზში არის 76 დეპუტატი. არა აქვს მნიშვნელობა, ისინი ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თუ პოზიციისა. მთავარია, 76 კანდიდატი იყოს. პარლამენტი სრულუფლებიანია, თუ 100 დეპუტატიდან 2/3 პარლამენტის წევრების მიერ არის აღიარებული. რადგან ჩვენთან  120 პარლამენტარია, ამიტომ საჭიროა 120-ვეს უფლებამოსილება მიენიჭოს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ აპირებს პარლამენტში შესვლასა და ბოიკოტს გამოაცხადებს, ამას ვერ მოახერხებენ, რადგან არჩევნების დაწყებიდან მის საბოლოო დასრულებამდე მათ სამართლებრივად არა აქვთ უფლება, მოხსნან თავიანთი კანდიდატურა. მათ შეუძლიათ, მოგვიანებით დაწერონ განცხადება და წავიდნენ პარლამენტიდან, მაგრამ ეს საერთო სურათზე არ იმოქმედებს.

„ევრონიუს ჯორჯია“:

  • თუ მათ არა აქვთ სამართლებრივი ბერკეტი, რომ გამოაცხადონ ეს ბოიკოტი, თქვენი აზრით, რა დგას ოპოზიციის ამ პროტესტის უკან? რა ხერხს მიმართავენ? რატომ აცხადებენ ბოიკოტს?

ვახტანგ ძაბირაძე:

  • ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება, პიარის ნაწილი. მათ ჰგონიათ, რომ ამ ბოიკოტით სახელმწიფოს აიძულებენ, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს არ არის ახალი ამბავი. 2008 წელს იგივე მოხდა, მაშინდელი ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში და ნაციონალური მოძრაობა დარჩა ცალკე. მიუხედავად ამისა, 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობა აგრძელებდა საქმიანობას პარლამენტში.

„ევრონიუს ჯორჯია“:

  • რომ შევადაროთ სამართლებრივად ეს 2 შემთხვევა, 2008 წლის და ახლანდელი, რა განსხვავებაა? რამე ცვლილება ხომ არ შესულა კონსტიტუციაში?

ვახტანგ ძაბირაძე:

– დიახ, კონსტიტუცია შეიცვალა, მაგრამ, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, არც მაშინ და არც ახლა არაფერი იცვლება. ეს იყო პიარნაბიჯი და ქუჩის აქციების გამო გადაკეტილი იყო ყველაფერი, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა 2008 წლის პარლამენტს, რომ თავისი უფლებამოსილება გაეგრძელებინა 2012 წლამდე.

„ევრონიუს ჯორჯია“:

– თქვენ როგორც ამ დარგის სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, დღესაც იგივე განმეორდება, რაც 2008 წელს იყო?

ვახტანგ ძაბირაძე:

– სამართლებრივი პრობლემები არ არსებობს, პოლიტიკური – შეიძლება. ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ ხმები არასწორად დათვალეს. თუ ისინი სამართლებრივი გზით მიდიან, მაშინ ეს ყველაფერი უნდა გასაჩივრდეს. თუ სამართლებრივი გზით უბნები გაუქმდება და ამომრჩეველთა ჯამური რაოდენობა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტი იქნება, მაშინ დგება არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი და თავიდან ის  უნდა ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში არანაირი ცვლილების საჭიროება არ არის. ოპოზიცია დაიწყებს მასშტაბურ აქციებს.  ეს ყველაფერი კი ხელოვნურად შექმნის კრიზისს და საბოლოოდ პრეზიდენტი გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend