მთავარიCOVID-19ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის წინააღმდეგ კლინიკური ცდების ჩატარება დაიწყეს

ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის წინააღმდეგ კლინიკური ცდების ჩატარება დაიწყეს

ინგლისი კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად მორიგი კარანტინისთვის ემზადება.  ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში, მეცნიერთა ჯგუფი 90 ჯანმრთელ მოხალისეს ორგანიზმში კორონა ვირუსს ისეთი დოზით შეუყვანს, რომ ადამიანი მსუბუქად დაავადდეს. ამ ცდით მეცნიერებს სურთ გაიგონ, რა დოზაა საკმარისი ადამიანის დასაინფიცირებლად. ერთ-ერთი მოხალისე კორტნი ჰარმსტოუნი პროგრამაში მონაწილეობას მთვარეზე გაფრენესაც კი ადარებს. იგი მზადაა ცდაში მონაწილეობის მისაღებად, რადგან თვლის, რომ კორონავირუსით შესაძლოა სამსახურში, ქუჩაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას დაინფიცირდეს.

მოხალისეებს გამოჯანმრთელებამდე იზოლაციაში ბიოშენობაში იზოლაციაში გადაიყვანენ. თუ კლინიკური ცდები გაამართლებს, კორტნი და სხვა მოხალისეები ვაქცინის კანდიდატები გახდებიან. მოხალისეებს ფულსაც გადაუხდიან.

ბრიტანეთის მთავრობა ამ ინოვაციურ კვლევებზე 36 მილიონ ევროზე მეტს დახარჯავს.

აქამდე მეცნიერები ელოდებოდნენ, როდის დაინფიცირდებოდა მოხალსიე.  ამ ცდებით კი პასუხს უფორ სწრაფად მიირებენ. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანების დაინფიცირება მაშინ, როდესაც არც ვაქცინა არსებობს და არც ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის ზუსტი მეთოდი.

შესბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად ეთიკურია ასეთი საქციელი? ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის დოქტორის პიტერ ოფენშას აზრით,  არაეთიკური ის  იქნება, თუ ასეთ რთულ და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ყველა შესაძლებლობებს არ გამოიყენებენ.

ლონდონში მიმდინარე ახალი კვლევები, სავარაუდოდ, სხვადასხვა ვაქცინის ერთმანეთთან შედარების საშუალებას მისცემს მეცნიერებს, რაც დაეხმარებათ გაარკვიონ, რომელი ვაქცინა იმუშავებს უკეთესად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend