ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და დონალდ ტრამპი კვლავ აგრძელებს დატვირთულ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ყველაფერს ითვალისწინებს, გარდა კორონავირუსისა.
„თუ ბაიდენს მისცემთ ხმას, ეს ნიშნავს, რომ სკოლაში არ ივლიან ბავშვები, არ გაიმართება ქორწილები, არც მადლიერების დღე, არც შობა, არც ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ გვყავს რამდენიმე ნამდვილი ამერიკელი ისტორიკოსი. მათი თქმით, ის არის ყველაზე ცუდი კანდიდატთა შორის, რომლებსაც ოდესმე მიუღიათ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში” – ამბობს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
მისმა დემოკრატმა მეტოქემ ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ გამარჯვების პირველივე დღიდან აქტიურ ბრძოლას დაიწყებს კორონავირუსის წინააღმდეგ, რადგან პანდემიას სხვა ვერაფერი დაასრულებს.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიმარჯვებ, დიდი შრომა დასჭირდება ამ პანდემიის დასრულებას. მე არ მოგცემთ ცრუ დაპირებებს, რომ შევძლებ ამ პანდემიის მყისიერად დასრულებას. მაგრამ ამას კი ნამდვილად დაგპირდებით: ჩემი გამარჯვების პირველივე დღიდან მე სწორი ტაქტიკით ვიმოქმედებ. გადაწყვეტილებების მიღების დროს მეცნიერების აზრს გავითვალისწინებთ. ჩვენ გულწრფელი ვართ ამერიკელი ხალხის წინაშე და არასდროს, არასდროს, არასდროს შევიცვლებით. ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას, ამ მიდგომით კი უარეს შედეგს მივიღებთ.“ – განაცხადა დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა.
70 მილიონმა ამერიკელმა უკვე მიიღო ნაადრევ კენჭისყრაში მონაწილეობა. წინასწარი შედეგების მიხედვით, ჯო ბაიდენი ლიდერობს. დონალდ ტრამპი კი მიიჩნევს, რომ მისი მეტოქე თაღლითობს.