მთავარისასამართლოიუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ავტორი: ალეკო გვეტაძე

2020 წლის 15 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი საბწოს ახალ თავმჯდომარედ – ნინო ქადაგიზე აირჩიეს. სხდომა საგანაგებოდ ჩაინიშნა და ერთადერთ კანდიდატურას, საბჭოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. თავმჯდომარის არჩევის უფლება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წელს პირველად მიეცა. კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებები შევიდა. ძველი რედაქციით კი, თავმჯდომარეობის კანდიდატურას საქარტველოს პარლამენტი წარადგენდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის, ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესი იყო.

„ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საკუთარი თავმჯდომარე თავად აირჩია. განსხვავება ისაა, რომ აქამდე საქართველოს პარლამენტის მიერ ხდებოდა ჩვენი უწყების თავმჯდომარის დასახელება.“

ახალი რეგულაციების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატი, თავად საბჭოს მოსამართლე წევრი უნდა იყოს. ნინო ქადაგიძის არჩევას, სკეპტიკურად უყურებს სამოქალაქო სექტორი. მათ შორის თავად საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. ის, თვითიზოლაციის გამო, სხდომას ონლაინ ჩართვით დაესწრო. თავისი აზრი დააფიქსირა და ხმის მიცემისას ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ნინო ქადაგიძე მოსამართლეების ე.წ. „მურუსიძე-ჩინჩალაძის“ კლანის წევრია და გადაწყვეტილებების მიღებისას, ამ კლანის ინტერესებით იხელმძღვანელებს.

„კანონში იმიტომ შევიდა ცვლილებები, რომ ერთპიროვნული მმართველობა დასრულებულიყო. ამ სიახლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღარ უნდა ყოფილიყო უპირობოდ, იუსტიციის საბწოს თავმჯდომარეც. ამ საბჭოში სხვა მოსამართლე წევრებიც არიან. შეგეძლოთ მათი კანდიდატურის დაყენებაც. ცვლილება მხოლოდ ფურცელზე მოხდა. პარლამენტი წარადგენს თუ თქვენ დანიშნავთ, რა მნიშვნელობა აქვს. მე ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ. მისი დანიშვნით სასამართლო კლანი გაძლიერდება და არა სასამართლო“.

ახალ თავმჯდომარეს, მისივე განცხადებით დიდი გეგმები აქვს. ნინო ქადაგიზემ კონტროლი სამივე ინსტაციის სასამართლოს უნდა გაუწიოს. მათ შორის უზენაეს სასამართლოს, რომლის თავმჯდომარე თავად არის.

„გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ამეღო. საზოგადოების წინაშე უნდა წარსდგეს პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც სამივე ინსტაციის სასამართლოს სწორ ფუნქციონირებას ხელს შეუწყობს. ჩემი თანამდებობა უზენაეს სასამართლოში, ხელს არ შემიშლის ამ ახალ საქმიანობაში“.

მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის თანამდებობიდან ნინო გვენეტაძე გადადგა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარის გარეშე დარჩა. კანონი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამავდროულად იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც თავმჯდომარეობდა. არჩევნების დანიშვნამდე, ეს თანამდებობა ამავე საბჭოს მდივანს ჰქონდა შეთავსებული.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend