მთავარიCOVID-19“თბილისური ბაზარი” განახლდა

“თბილისური ბაზარი” განახლდა

ავტორი: კესარია ჯავახიშვილი

პანდემიის გამო რამდენიმე თვით  შეჩერებულმა „თბილისური ბაზარმა“  10 ოქტომბრიდან მუშაობა განაახლა. ბაზრობა რეგულაციებს სრულად იცავს და მომხმარებელი თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

უკვე სამი წელია დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე შაბათ-კვირას ეგრეთ წოდებული “თბილისური ბაზარი” იმართება. ბაზრობაზე როგორც წესი მცირე ბიზნესის 50-მდე წარმომადგენელს საკუთრაი პროდუქცია გამოაქვს გასაყიდად. მათი უმრავლესობა დამწყები ბიზნესია. მონაწილეების  მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ თავიანთი პროდუქცია.
გარემოს ფერადი მაგიდები და მრავალფეროვანი პროდუქცია ალამაზებს.

ერთ-ერთი დამწყები მეწარმე, დეა ფოჩხიძე ამბობს, რომ ბაზარს გასულ წელს გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავდა.  წელს „თბილისურ ბაზარს“ ტურისტების ნაკლებობაც დაეტყო:
„დღეს უკვე ვიგრძენი, რომ ქალაქს კორონავირუსის არსებობა დაეტყო, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ მსგავს ღონისძიებებში მივიღოთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, რეგულაციებს დავიცავთ,“ – ამბობს დეა ფოჩხიძე.

მომხმარებელს „თბილისურ ბაზრობაზე”  ყველაზე მეტად ხელნაკეთი ნივთების მრავალფეროვნება იზიდავს.
ანა კინწურაშვილი ბაზრობას შვილთან ერთად ხშირად სტუმრობს. ანა უპირატესობას ხელით დამზადებულ პროდუქციას ანიჭებს. რადგან ბაზრობა ღია სივრცეშია და რეგულაციებს იცავს, ანა აქ  თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

მარიამ შარიფს, რომელიც  საქართველოში საცხოვრებლად თეირანიდან ჩამოვიდა, “თბილისური ბაზრობის” მსგავსი ღონისძიება სამშობლოს ახსენებს და ნოსტალგიას იწვევს:

„ქუჩის ბაზარზე საშუალება გაქვს, გაიცნო ადგილობრივი კულტურა, ბევრი ადამიანი, განსხვავებული აზროვნებითა თუ სტილით. მგონია, რომ აქ ყველა ადამიანი განსაკუთრებულია,“ – ამბობს მარიამ შარიფი.

„თბილისური ბაზარი“ მომხმარებელს ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა სახის პროდუქციას სთავაზობს.
მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ქუჩის ბაზარი ფუნქციონირებას აღარ შეწყვეტს და მუშაობას ვერც რეგულაციები შეაფერ

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend