მთავარიმსოფლიოჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

ნიქოზიაში კვიპროსელმა თურქმა ნაციონალისტებმა  საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პარტიის ლიდერის გამარჯვება იზეიმეს.

მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ერსინ თათარმა, მეორე ტურში მცირე სხვაობით გაიმარჯვა და მემარცხენე ფრთის პრეზიდენტი მუსტაფა აკინცი დაამარცხა. თათარმა ხმების 51.7% აიღო.

თავის გამოსვლაში თათარმა კუნძულის ბერძნულ მხარეს მიმართა:

„ჩვენ თურქი კვიპროსელები ვართ და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ. ჩვენ მებრძოლები ვართ. ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ჩრდილოეთი კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში. ამისთვის, ჩვენმა სამხრეთელმა მეზობლებმა და, ზოგადად, სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის.“

საერთაშორისო საზოგადოება კვიპროსის რესპუბლიკაში კანონიერად ბერძნული მმართველობას მიიჩნევს და ჩრდილოეთ კვიპროსს მხოლოდ თურქეთი აღიარებს.

მუსტაფა აკინცი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებდა, ბერძნულ მხარესთან მშვიდობას დაამყარებდა, თუმცა აკინცი  დამარცხდა.

არსებობს ვარაუდი, რომ აკინცის მარცხი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მითითებაც იყო. პრეზიდენტი თათარს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეხვდა და მიტოვებული ბერძნული ქალაქი ერთად გახსნეს.

თათარის მოწინააღმდეგეთა აზრით, მის გამარჯვებას სწორედ ერდოღანთან შეხვედრამ შეუწყო ხელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend