მთავარი COVID-19 შემოდგომის ლეგენდა 2020

შემოდგომის ლეგენდა 2020

17 ოქტომბერს, 8.30 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის, „შემოდგომის ლეგენდა 2020-ის“ იმპროვიზაციული ტური დაიწყო. კონკურსი 12 წლის განმავლობაში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში იმართებოდა. თუმცა წელს პანდემიის გამო, კონკურსის ფინალისტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ.
პირველ ტურში ათი ფინალისტი გამოვლინდა. ბოლო ტურში კონკურსის მონაწილეებს მისცეს დავალება, შეექმნათ მხატვრული ჩანახატები, პირობით სათაურად კი „თეთრი საყელო” მიუთითეს. ეს თემა ჟიურის წევრებმა შეარჩიეს. კონკურსის მონაწილეებს ჩანახატის შესაქმნელად 12 საათი ჰქონდათ განკუთვნილი.
წელს სიახლეა ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაშიც. მწერალთა ტრადიციულ სამეულს – დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილსა და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი – ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატნენ. ჟიურის შემადგენლობაში მოხვდა კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული, ცოტნე ავსაჯანიშვილიც,
პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსი განკუთვნილია იმ სტდენტებსითვის, ვისაც სურს პროზაში მოსინჯოს კალამი, გაიროს ლიტერატურული პრაქტიკა, დაუახლოვდეს მწერალთა წრეს  და თავისი ნაშრომი საქართველოს გააცნოს. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტს შეუძლია. წელს კონკურსი კიდევ უფრო გაფართოვდა და მონაწილეობსიო მიღება პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც შეუძლიათ.
„შემოდგომის ლეგენდა 2020-ის“ გამარჯვებული ნოემბერში დასახელდება, იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი, ტრადიციულად ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება.

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში